loader

ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი პატრულის მიერ გადაღებულ სამხრე კამერის ჩანაწერზე, რომელიც "რ2"-მა გამოაქვეყნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ლაშა ნაცვლიშვილის კომენტარი პატრულის მიერ გადაღებულ სამხრე კამერის ჩანაწერზე, რომელიც "რ2"-მა გამოაქვეყნა

კადრები, რომელიც P.S.-მა ექსკლუზიურად მოიპოვა - საპატრულო პოლიციის სამხრე კამერით გადაღებულ ვიდეომასალაში „ქართული ოცნების“ მთავარი PR-ტექნოლოგი და ყოფილი მთავარი პროკურორი ლაშა ნაცვლიშვილი ჩანს. კადრებში კარგად ჩანს, რომ ის არაფხიზელ მდგომარეობაში მართავს მანქანას. ის ან ნარკოტიკული, ან ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფება.

ჩანაწერი 2017 წლის ივლისშია ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე გაკეთებული. პატრულის საუბრიდან ირკვევა, რომ პოლიცია დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ლაშა ნაცვლიშვილის გაჩერებას, რომელმაც საავარიო სიტუაცია რამდენჯერმე შექმნა.

"პ.ს."-ში გასულ სიუჟეტს ლაშა ნაცვლიშვილი "ფეისბუქსტატუსით" ეხმაურება.