საბანკო რეგულაცია, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს აწესრიგებს, კიდევ ერთხელ გადავადდა
საბანკო რეგულაციები, რომლებიც ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, კიდევ ერთხელ გადავადდა. საუბარია, ეროვნული ბანკის დებულებაზე, რომელიც ფიზიკურ პირებზე სესხის გაცემის პირობებს აწესრიგებს.
როგორც ცნობილია, დებულება საბანკო სექტორისთვის 1-ლი ნოემბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა აღნიშნულმა ვადამ ჯერ არაუგვიანეს 15 ნოემბრამდე გადაიწია, ახლა კი ირკვევა, რომ ახალი წესი 2019 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდება. რაც შეეხება დეტალებს, ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ცვლილებები შევა ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ დებულებაში. როგორც სებ-ში განმარტავენ, განახლებული დოკუმენტი უახლოეს პერიოდში გახდება ყველასთვის ხელმისაწვდომი.