loader

"საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე" - ანდრეის მამიკინსი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე" - ანდრეის მამიკინსი

საქართველომ განახორციელა რეფორმები ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციისთვის. ამის შესახებ ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, სადაც საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ ანგარიშის განხილვა მიმდნარეობს, ევროპარლამენტარმა ანდრეის მამიკინსმა განაცხადა.

"საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს დადებითი გავლენა აქვს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგში არ არის, საქართველო ამ მიმართულებით დიდ ძალისხმევას ავლენს. მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ასევე სჭირდება ჩვენი ცოდნის გაზიარება ისეთ საკითხებში, როგორებიც არის ენერგეტიკა, გარემოს დაცვა და ა.შ.", - აღნიშნა ანდრეის მამიკინსმა. მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმები დემოკრატიისა და მართლმსაჯულების სფეროებში.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტის პლენარული სესიის განრიგის მიხედვით, აღნიშნულ ანგარიშზე კენჭისყრა 14 ნოემბერს გაიმართება.