loader

"ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია" - ბერა მის ჯვრისწერასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია" - ბერა მის ჯვრისწერასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს ეხმაურება

ბერა ივანიშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც თითქოს მისი ჯვრისწერის დღეს, სვეტიცხოვლიდან ხალხი გამოაძევეს. ამის შესახებ საუბრებს ბერამ Facebook-ზე ვრცელი სტატუსით უპასუხა. როგორც ბერა ივანიშვილი წერს, ეკლესიიდან არავინ გაუძევებიათ და არც ლოცვა აუკრძალავთ, მისი თქმით, ეს ინფორმაცია "უტიფარი ტყუილია, რომელიც მის გამავრცელებელთა სინდისისთვის მიუნდვია"."მივმართავ მათ, ვისი გონებაც ბოღმითა და შურით არ არის შებინდული და ვისაც უბრალოდ მავანთა პოლიტიკურმა ანგაჟირებამ სიმართლე არ დაანახა. არც ქორწილის მომზადებას და განსაკუთრებით ყვავილების მორთვას მოჰყოლია იმ თანხის ხარჯვა, რაზედაც ასე აპელირებდნენ გაბოროტებული ადამიანები. ყველაფერი ზომიერების ფარგლებში იყო, ვინაიდან ზომიერება ჩემი ოჯახის დაუწერელი კანონია. ჩემმა მეუღლემ კი, ეკლესიაში მოსვლა 20 წუთით დააგვინა, მხოლოდ იმიტომ, რომ საცობში მოხვდა. შესაბამისად, იოლი მისახვედრია, რომ ჩვენი მანქანების გასატარებლად, ქალაქში გზები არავის გადაუკეტავს", - წერს ბერა ივანიშვილი Facebook-ზე.