loader

სააკაშვილი საკუთარი ვაჟის ნათლობის ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სააკაშვილი საკუთარი ვაჟის ნათლობის ვიდეოს ავრცელებს

საქართველოს ექს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვაჟის ნიკუშა სააკაშვილის ნათლობის ვიდეოს ავრცელებს.
"2006 წელს ნინო ანანიაშვილმა და ვიქტორ იუშენკომ მონათლეს ჩვენი შვილი ნიკუშა სამებაში.მიუხედავად იმისა, რომ ორი მომქმედი პრეზიდენტი ვიყავით ტაძარში, იქ ყველა მსურველს უშვებდნენ და სამება სავსე იყო ხალხით. კადრებში კარგად ჩანს, რომ ჩვენს უკან, გარდა დაცვის სამსახურის თანამშრომლებისა, ეკლესიის მრევლიც დგას.
იპოვე განსხვავება ამ კვირის საქართველოს არაოფიციალური ბატონის შვილის ქორწილთან..." - წერს სააკაშვილი.