loader

ეს ულამაზესი ქართველი მოდელი "ვიცე-მის პლანეტა 2018" გახდა - ნახეთ ფოტოები მისი პორტფოლიოდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ეს ულამაზესი ქართველი მოდელი "ვიცე-მის პლანეტა 2018" გახდა - ნახეთ ფოტოები მისი პორტფოლიოდან

ეს მომხიბვლელი გარეგნობის ქართველი მოდელი ნინო გველესიანი წლევანდელ "ვიცე-მის პლანეტაა". მან კონკურსში მისი მონაწილეობისა და წარმატების მიღწევის შესახებ "გზასთან" ინტერვიუში ისაუბრა.
"დიდი ხნის განმავლობაში მოდელობისთვის თავი დანებებული მქონდა - კონკურსებში, ჩვენებებში ან თუნდაც, გადაღებებში მონაწილეობის სურვილი აღარ მიჩნდებოდა. რატომღაც, უცებ გადავწყვიტე, ამ სფეროში ისევ დავბრუნებულიყავი. გავიგე, რომ საერთაშორისო კონკურსისთვის - "მის პლანეტა" შესარჩევი ტური ბათუმში ტარდებოდა. დავინტერესდი. შემდეგ ისე მოხდა, რომ გავიმარჯვე და სექტემბერში, საერთაშორისო კონკურსში, საქართველოს სახელით ვმონაწილეობდი (კონკურსი თბილისში ჩატარდა) და "ვიცე-მის პლანეტა 2018" გავხდი. რომ მცოდნოდა, ასეთი დიდი პასუხისმგებლობა იქნებოდა, ალბათ, მონაწილეობას არ მივიღებდი. წარმოიდგინეთ, 25 ქვეყნის წარმომადგენელს უნდა უმასპინძლო, შენი ქვეყანა, კულტურა გააცნო. ეს ძალიან რთული იყო. სამაგიეროდ, ყველა კონკურსანტი ერთმანეთს კარგად შევეწყვეთ. საქართველო ყველას ძალიან მოეწონა. ამბობდნენ, - ქართველები განსხვავებულები, სტუმართმოყვარეები და თბილები ხართო", - ამბობს მოდელი "გზასთან" ინტერვიუში.

იხილეთ ინტერვიუ სრულად