loader

ხანძარი თბილისში: გარდაიცვალა 66 წლის ქალი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ხანძარი თბილისში: გარდაიცვალა 66 წლის ქალი

ნავთლუღის ქუჩაზე გაჩენილ ხანძარს 66 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია.

მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს. დამწვარია 60 კვ. მ საცხოვრებელი ფართი. ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური. ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.