loader

თუ ხელისუფლება შეცდომებს ვერ დაინახავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აღარ ექნება - მამუკა არეშიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ ხელისუფლება შეცდომებს ვერ დაინახავს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შანსი აღარ ექნება - მამუკა არეშიძე

"თავდაპირველად ვიტყვი: მიუხედავად ოპოზიციის შიშისა, აშკარაა, რომ საარჩევნო პროცესში განსაკუთრებული დარღვევები და გადაცდომები არ ყოფილა, რაც აღიარეს საერთაშორისო დამკვირვებლებმაც და ამაზე ხმას ვერც ოპოზიცია იღებს. რაც შეეხება დანარჩენს - მიღებული შედეგი საზოგადოებამაც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც კულუარულად "ქართული ოცნების" დამარცხებად აღიქვეს.

ის სტაბილური შედეგი, რაც ჰქონდა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის შემდეგ ჩატარებულ ყველა არჩევნებში, თვალსა და ხელს შუა გაქრა", - აცხადებს ექსპერტი მამუკა არეშიძე გაზეთ "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით "ქართულ ოცნებაში" დიდი წმენდა დაიწყება?