loader

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა უკვე მოხსნა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა უკვე მოხსნა

შემოსავლების სამსახურმა ტელეკომპანია "კავკასიას" ყადაღა უკვე მოხსნა. უწყებამ გადაწყვეტილება რამდენიმე საათში შეცვალა. მანამდე კი ტელეკომპანიის დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა "ფეისბუქით" განცხადება გაავრცელა. მისი  თქმით, 22 ოქტომბრის მონაცემებით, არხის დავალიანება გათვალისწინებული გრაფიკით 12 540 ლარი იყო. ისვე აღნიშნავს, რომ დღევანდელი მონაცემებით, დავალიანება 8 500 ლარამდეა შემცირებული. "გრაფიკით დადგენილს ვიხდით ზუსტად. მიმდინარე დაგვიგვიანდა. ხოდა, აი, დღეს უკვე გამოსცეს ტელეკომპანიის დაყადაღების ბრძანება. რასაც გულისხმობს, შეგიძლიათ აქ წაიკითხოთ. პრაქტიკულად, ტელევიზიის პარალიზებას", — წერს "ფეისბუქზე" ჯანგირაშვილი და აღნიშნავს, საგადასახადო ორგანოს ვალის გადასანაწილებლად მიმართავს.