როგორი იქნება ლიკანში მდებარე რომანოვების სასახლე რესტავრაციის შემდეგ
რომანოვების სასახლისა და ლიკანის ისტორიული კომპლექსის რესტავრაცია-რეაბილიტაციის პროექტირება უკვე დასრულდა. პროექტის კონცეფციის მიხედვით, ისტორიული კომპლექსი პირვანდელ სახეს დაიბრუნებს და პირველად თავისი არსებობის ისტორიაში, მისი ნახვის შესაძლებლობა ნებისმიერ მნახველს ექნება.