loader

რატომ ვცივდებით ხშირად? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რატომ ვცივდებით ხშირად?

რინოვირუსები გაციებისა და სხვა სასუნთქი გზების პრობლემების მთავარი გამომწვევი მიზეზია. სასუნთქ გზებში არსებული ეპითელური უჯრედები პირველები არიან, რომლებიც ორგანიზმში მოხვედრილ ვირუსთან ბრძოლას იწყებენ. უჯრედები, ძირითადად, ვირუსს მანამდე ანადგურებენ, სანამ ის გამრავლებას შეძლებს. თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში შემოჭრილი პათოგენი სერიოზულ სიმპტომებსაც იწვევს.

მკვლევარებმა შეისწავლეს და აღმოაჩინეს ორი სხვადასხვა თავდაცვის მექანიზმი, რომელიც განსხვავებულ შემთხვევებში აქტიურდება. ერთ-ერთი მექანიზმი ქსოვილში ვირუსის განადგურებას ემსახურება, მეორე კი უჯრედებში სხვადასხვა გარემო ფაქტორით - თამბაქოს კვამლით ან ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული დაზიანებების წინააღმდეგ მოქმედებს.