loader

თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს - ზურა ჯაფარიძე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თუ შსს-ს განცხადება სერიოზულია, გაქვთ შანსი, ცხოვრებაში პირველად ნახოთ, როგორ აპატიმრებენ პრეზიდენტობის კანდიდატს - ზურა ჯაფარიძე

შსს-ს განცხადების მიუხედავად, პოლიტიკური მოძრაობა "გირჩი" და მისი პრეზიდენტობის კანდიდატი ზურაბ ჯაფარიძე "დედაენის ბაღში" დაგეგმილი კანაფის ლეგალიზების ფესტივალის ჩატარებას მაინც გეგმავს. ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ შსს-ს განცხადების საპასუხოდ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ჯაფარიძის თქმით, ფესტივალზე ერთადერთი ვინც კანონს დაარღვევს, ის იქნება.

პრეზიდენტობის კანდიდატს შსს-ს განცხადების სერიოზულობაში ეჭვი ეპარება, თუმცა აცხადებს, რომ "დედაენის ბაღში" მისულებს საშუალება ექნებათ ისტორიული მოვლენა იხილონ - თუ როგორ აკავებენ პრეზიდენტობის კანდიდატს.


ავტორი: თორნიკე კოშკაძე


ასევე დაგაინტერესებთ: "პოლიცია ყველა სამართალდამრღვევი პირის მიმართ, გაატარებს კანონმდებლობით გათვალიწინებულ მკაცრ ზომებს" - შსს-ს პასუხი "გირჩს"