loader

კადრები შარდენიდან, სადაც ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

კადრები შარდენიდან, სადაც ღვინის ფესტივალი მიმდინარეობს

"ქართული ღვინის ფესტივალი 2018" გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა გახსნა. როგორ მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, თბილისში ღვინობისთვეს ღვინის ფესტივალის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა. ფესტივალზე მისულ სტუმრებს სხვადასხვა სახეობის ღვინის, უნიკალური სახეობის ყველის, ჩურჩხელასა და ჩირის დაგემოვნებასთან ერთად, შესაძლებლობა აქვთ ქართული ანსამბლების ( "ნანინა", "ოდა ბადე", "ნართები", "მართვე" ) კონცერტს დაესწრნონ.

როგორც ფესტივალის ორგანიზატორი, ონლაინმაღაზია allwine.ge-ს წარმომადგენელი ანანო თავხელიძე აღნიშნავს, წელს ფესტივალზე 50-მდე კომპანიაა წარმოდგენილი. ღვინის კომპანიის წარმომადგენლები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მსგავსი ღონისძიებების ჩატარება ქართული პროდუქციის პოპულარიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მათი თქმით, განსაკუთრებულ ინტერესს ქართული ღვინის მიმართ უცხოელი ტურისტები გამოთქვამენ.