სომხეთში ვიზიტისას გამყიდველს დაცვის წევრი საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ეგონა და ჩაეხუტა
სომხეთის დედაქალაქში ფრანკოფონიის მეჩვიდმეტე სამიტი იმართება. ერევანში დელეგატები 84 ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან ქვეყნების ლიდერებიც.
ერევანში იმყოფება კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ცოლთან, ბრიჯიტთან ერთად.
საფრანგეთის პირველმა წყვილმა ერევნის ქუჩებში ისეირნა და შარლ აზნავურის ცენტრსაც ესტუმრა. ბრიჯიტმა არც სელფის გადაღების მსურველებს უთხრა უარი.
ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ კი საფრანგეთის პირველი ლედის დანახვისას ემოციები ვერ მოთოკა. ის არაერთხელ ჩაეხუტა ბრიჯიტს და ყელსაბამი და სამაჯური უსახსოვრა, რომელიც თავადვე შეაბა.
ბრიჯიტის შემდეგ კი ქალმა მისი დაცვის წევრს აკოცა, რომელიც მას ემანუელ მაკრონი ეგონა.
ასევე დაგაინტერესებთ: როგორ ცეკვავს მაკრონების წყვილი და ტრუდო ერევანში