loader

"დედა, არ ინერვიულო... კარგი შვილები დამიზარდე" - კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ემოციური მიმართვა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დედა, არ ინერვიულო... კარგი შვილები დამიზარდე" - კონგოში ტყვედ აყვანილი ქართველი მფრინავის ემოციური მიმართვა

კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა 27 იანვარს ჩამოაგდეს. არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთ შვეულმფრენს მართავდა საქართველოს მოქალაქე სოსო ოსურაული, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს. საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე კი დაიჭრა. მან მკურნალობის კურსი ქალაქ გომაში გაიარა. სოსო ოსურაული წლების განმავლობაში ქართულ ჯარში მსახურობდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, იგი შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს, საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ვიდეო მიმართვა ტელეკომპანია "იბერიამ" გაავრცელა.