კულტურის მინისტრის მოადგილის შვილმა, ნიკუშა კანდელაკმა ამერიკელ მომღერალს ხელი სცენაზე სთხოვა
"ისთერნ პრომოუშენის" ერთ-ერთი დამფუძნებლის, კულტურის მინისტრის მოადგილის კახა კანდელაკის ვაჟი ნიკუშა კანდელაკი დაქორწინებას გეგმავს. ნიკუშას რჩეული ამერიკელი მომღერალი და ელექტრო-ბასისტი ნიკ ვესტია. კანდელაკმა საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ სცენაზე, ერთ-ერთი კონცერტის დროს სთხოვა (იხილეთ ვიდეო)
ნიკა და ნიკი რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან. კანდელაკმა განათლება დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში მიიღო. მან ცოტა ხნის წინ აიღო მუსიკალური ინდუსტრიის მაგისტრის ხარისხი ლოს-ანჯელესში და კავკასიის რეგიონში პირველი კვალიფიცირებული მენეჯერია მუსიკის ინდუსტრიაში.
რაც შეეხება ნიკა კანდელაკის რჩეულს, ნიკ ვესტი 28 წლისაა. ახალგაზრდა ასაკის მიუხედავად უმუშავია ისეთ ცნობილ არტისტებთან როგორებიც დეივ სტიუარტი, პრინცი, ჯონ მაიერი არიან. ნიკიმ დაკვრა 13 წლის ასაკში ისწავლა. მიუხედავად იმისა, რომ არაჩვეულებრივად მღერის, ის თავს უფრო ბასისტად თვლის ვიდრე მომღერლად. მისი პირველი მუსიკალური ალბომიც - Just in the Nik of Time - ინსტრუმენტალური პროექტი იყო.