loader

"აი, მამიკოც" - ქეთა თოფურია ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ვიდეოს პირველად ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"აი, მამიკოც" - ქეთა თოფურია ოჯახური სკანდალის შემდეგ ქმრის ვიდეოს პირველად ავრცელებს

იანვარში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ქეთა თოფურიას უკვე 1 წელია 37 წლის რეპერ გუფთან აქვს რომანი. ჭორები ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა ლევ გეიხმანთან ქორწინებაში მყოფ ქეთა თოფურიას ირგვლივ სკანდალი კარგა ხანს გაგრძელდა.

ამ ამბიდან ცოტა ხნის შემდეგ, გადაცემაში "Ты не поверишь!" ქეთას დედამ, ნატალია თოფურიამ განაცხადა, რომ მისი ქალიშვილი ქმარს პრაქტიკულად ვერ ნახულობს, რადგან გეიხმანი აშშ-ში ცხოვრობს და მუშაობს. ქეთა თოფურიას "ინსტაგრამის" გვერდზეც, სადაც მომღერალი აქტიურად ათავსებს ფოტოებსა და ვიდეოებს, ლევ გეიხმანის ფოტოები კარგა ხანს არ გამოჩენილა.

ახლახან კი, ქეთა თოფურიას პატარა ქალიშვილის, ოლივიას ფან-გვერდზე ახალი ფოტოები გამოქვეყნდა, რომელზეც ოლივია, ქეთა და ლევი ერთად არიან ასახულნი. ფოტოებზე ლევ გეიხმანის მამაც არის ასახული.