loader

სკანდალი რუსულ "ნიჭიერში": ჟიურის წევრის უტაქტო შეფასება მოცეკვავეზე, რომელსაც ცალი ფეხი აქვს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სკანდალი რუსულ "ნიჭიერში": ჟიურის წევრის უტაქტო შეფასება მოცეკვავეზე, რომელსაც ცალი ფეხი აქვს

რუსულ შოუში "Минута славы", რომელიც ქართული "ნიჭიერის" ანალოგია, რამდენიმე დღის წინ მომხდარი სკანდალის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს რუსეთის "პირველი არხის" თანამშრომელი.

როგორც რუსული სააგენტო "Медуза" წერს, სწორედ მან გაუშვა ეთერში ჟიურის წევრის - რენატა ლიტვინოვას დისკრიმინაციული კომენტარი შოუს მონაწილე ევგენი სმირნოვისადმი. ამ კადრებმა ინტერნეტმომხმარებლების აღშფოთება გამოიწვია.

გადაცემის 4 მარტის გამოშვებაში შშმ მოცეკვავე ევგენი სმირნოვი მონაწილეობდა, რომელმაც ცალი ფეხი ავარიის შედეგად დაკარგა. შშმ მოცეკვავემ, ტრავმის მიუხედავად, პარტნიორთან ერთად ურთულესი ილეთები და საცეკვაო ელემენტები შეასრულა, თუმცა, მისმა წარმოდგენამ ჟიურის წევრებზე შთაბეჭდილება ვერ მოახდინა. ტელეწამყვანმა ვლადიმერ პოზნერმა მას მორიგ ტურში გადასვლაზე უარი უთხრა და მის ნომერს "აკრძალული ილეთი" უწოდა.

"როდესაც სცენაზე ისეთი ადამიანი გამოდის, როგორიც თქვენ ხართ, უფეხო, შეუძლებელია უარის თქმა. ამის ძალა არავის აქვს" - განმარტა პოზნერმა.

რეჟისორ რენატა ლიტვინოვას კომენტარი კი ყოველგვარ საზღვარს გასცდა. მიუხედავად იმისა, რომ მხარი დაუჭირა მორიგ ტურში მოცეკვავის გადასვლას, რეჟისორმა საუბრისას აღნიშნა, რომ ამ თემის ექსპლუატაცია არ უნდა მოახდინოს ევგენი სმირნოვმა. ჟიურის წევრმა მოცეკვავეს ისიც კი შესთავაზა, რომ სამომავლოდ პროთეზი მიიმაგროს, რომ თავისი ტრავმის აფიშირება არ მოახდინოს.