loader

რა ხდება ავღანეთში სამხედრო ბაზაზე, სადაც თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა ხდება ავღანეთში სამხედრო ბაზაზე, სადაც თავდასხმას 140 ჯარისკაცი ემსხვერპლა

ავღანეთშის ქალაქ მაზარი-შარიფთან თალიბი მებრძოლები სამხედრო ბაზას დაესხნენ თავს და 140 ჯარისკაცი მოკლეს. „ალჯაზირას“ ცნობით, არიან დაშავებულებიც. გავრცელებული ინფორმაციით, მებრძოლებს სამხედრო ფორმა ეცვათ. თავდასხმა პარასკევის ლოცვის შემდეგ ერთ-ერთ მეჩეთთან მდებარე სამხედრო ბაზაზე მოხდა. ექვსმა თავდამსხმელმა სამხედრო ბაზაზე შეღწევა ორი სამხედრო მანქანით შეძლო. მათ დაცვის თანამშრომლები მოატყუეს, თითქოს მანქანებით დაჭრილი ჯარისკაცები სასწრაფოდ ბაზის ტერიტორიაზე უნდა შეეყვანათ.
მომხდარზე „თალიბანის“ პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, რომ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა მოძრაობამ აიღო.