loader

ყველაზე ინოვაციური კოქტეილი El Peach და საგზური იბიცაზე - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ყველაზე ინოვაციური კოქტეილი El Peach და საგზური იბიცაზე

15 ივნისს, თბილისში elit® Art of Martini Tbilisi 2017-ის კონკურსი გაიმართა. წლის მნიშვნელოვან კონკურსში მონაწილეობდნენ ქართველი ბარმენები, რომლებიც იბრძოდნენ elit® Vodka VIP საგზურის მოსაპოვებლად იბიცაზე, სადაც გაიმართება გლობალური ფინალი და გამოვლინდება მსოფლიოში საუკეთესო ბარმენი.
ბარმენებს ორი თვე ჰქონდათ იმისათვის, რომ შეექმნათ განსაკუთრებული კოქტეილის რეცეპტი elit®Ultra-Luxury Vodka-ს დახმარებით, რომელსაც პოპულარიზაციას გაუკეთებდნენ თბილისის ტოპ-ბარებში. საბოლოო ჯამში, კონკურსის გამარჯვებული და საგზურის მფლობელი კლუბ-ლაუნჯ Egoist-ის ბარმენი ვაკო ღონღაძე გახდა.
ვაკოს გარდა, კონკურსში რამდენიმე გამარჯვებული გამოვლინდა. მეორე ადგილის მფლობელი კლუბ Unique-ის ბარმენი სანდრო ცისკაძე და მესამე ადგილის მფლობელი "ლაუნჯ-ბარ Floor 8"-ის ბარმენი გიორგი წურწუმია ამსტერდამში გაემგზავრებიან დასასვენებლად, ხოლო ბარ El Centro-ს ბარმენ ლევან ვარდანიანს ფულადი პრიზი გადაეცა საჩუქრად კოქტეილებში „ელიტ ვოდკას“ ყველაზე ხშირი გამოყენებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ღონისძიების ორგანიზატორია კომპანია „გაგრა პლუსი“ , რომელიც 2002 წლიდან ქართულ ბაზარზე ოპერირებს წამყვანი ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების ბრენდებით.

sponsored by ContentRoom