"ნესტი და ავადმყოფობა შეგვიჯდა..." - თბილისში, მიწისქვეშა გადასასვლელს საცხოვრებლად 80 ლარად აქირავებენ
ვაგზლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, წინამძღვრიშვილის ქუჩის 133 ნომერში მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელში ადამიანები თითქმის 10 წელია ცხოვრობენ.
ქეთინო ხვისტანი, რომელსაც ამ მიწისქვეშა გადასასვლელში მეორადი ტანსაცმლის მაღაზია აქვს, რამდენიმე წლის წინ აქვე ცხოვრობდა. როგორც ქეთინო ამბობს, ე.წ. სარდაფში, გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ ადამიანები. მიწისქვეშა გადასასვლელში არ არის წყალი, კანალიზაცია, აქ მცხოვრები ადამიანები ერთი საერთო სველი წერტილით სარგებლობენ, რომელსაც სხვა მოქალაქეებიც იყენებენ.
თათია ახვლედიანის რეპორტაჟი Palitravideo.ge-სთვის