loader

გაიცანით ნაფიცი ქალწულები - რის საფასურად "ყიდულობენ" ქალები თავისუფლებას ალბანეთში - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

გაიცანით ნაფიცი ქალწულები - რის საფასურად "ყიდულობენ" ქალები თავისუფლებას ალბანეთში

ბურნეშები - ნაფიცი ქალწულები. თავისუფლება და სოციალური თანასწორობა ქალიდან კაცის სტატუსის სანაცვლოდ.
გოგონები, რომლებიც ბურნეშას ფიცს წარმოთქვამენ - იღებენ მამაკაცის სახელს და ატარებენ მამრობითი სქესის ტანსაცმელს. მათ არ აქვთ უფლება, გათხოვდნენ და ჰყავდეთ შვილები. მათ ავტომატურად ეძლევათ უფლება, მიიღონ მემკვიდრეობით ოჯახის ქონება და შეისწავლონ სხვადასხვა პროფესია. ბურნეშას სტატუსის მქონეები თავისუფლად ეწევიან თავშეყრის ადგილებში და კაცებთან ერთად მიირთმევენ სპირტიან სასმელებს. ეს ყველაფერი ქალად ყოფნის დროს მათთვის მიუწვდომელი იყო.
2009 წელს ალბანეთი ნატოს წევრი ქვეყანა გახდა. ქალთა უფლებების დაცვის მხრივ, ქვეყანაში პროგრესი შეიმჩნევა. ბურნეშების ასაკი საშუალოზე მაღალია, რაც იმის მაჩვენებელია, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ქალებს მამაკაცის სტატუსის მიღება ნაკლებად სჭირდებათ.

ავტორი: ეკა მელიქიძე
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი