რას სთავაზობს საქართველო უცხოელ მილიონერებს - ფუფუნება, რომელიც ბევრი ჩვენგანისთვის მიუწვდომელია
ბევრი სასმელი, აზარტული თამაშები და სტრიპტიზი – ეს ვეგასია. ქალაქში მდებარეობს მსოფლიოს 20 უდიდესი სასტუმროდან 13, ცნობილი რესტორნები, სავაჭრო ცენტრები, თეატრები და ღამის კლუბები. და რაც მთავარია, ამბობენ, რაც ხდება ვეგასში, ის რჩება ვეგასში. სწორედ ამიტომ ეს არის მილიონერების ნომერ პირველი საყვარელი ქალაქი.
კრიტერიუმები, რომელთა მიხედვითაც მილიონერები საყვარელ ადგილებს ირჩევენ, საქართველოშიც იხვეწება და ვითარდება. ქვეყნის პოტენციალის სათანადოდ ათვისების მოკლე პერიოდში საქართველო შეიძლება მილიონერი ტურისტების საყვარელ ადგილად იქცეს. აქ არის განსაკუთრებული გეოგრაფიული მრავალფეროვნება, მთა და ზღვა მინიმალურ მანძილზეა დაშორებული, მრავლადაა კაზინოები, იზრდება 5-ვარსკვლავიანი სასტუმროების რაოდენობა, სამზარეულო განსაკუთრებული ორიგინალურობით გამოირჩევა, მოქმედებს ვერტმფრენით გადაყვანის სერვისი, ფუნქციონირებს საერთაშორისო დონის გოლფის მოედანი, ღვინის სამშობლოდ აღიარებულ ქვეყანაში ღვინის განსაკუთრებული სპა-პროცედურების მიღებაა შესაძლებელი. სწორედ ამ მიზეზების გამო საქართველო რუსი თუ სხვა ქვეყნების მილიონერების ახალი საყვარელი ტურისტული ადგილია.
ავტორი: ნანიკო მღებრიშვილი
მონტაჟის რეჟისორი: გიო კუსიანი