კადრები პეკინის გამზირიდან, რომელიც მილის გასკდომის გამო დატბორილია
პეკინის ქუჩაზე სანიაღვრე მილების გაწმენდისას ”ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” ერთ-ერთი მილი გასკდა. მილის გახეთქვის შედეგად წყალი პეკინის გამზირზე მიედინება. ამჟამად დაგეგმილია წყლის გადაკეტვა, რათა სანიაღვრე სისტემები გაიწმინდოს და ასევე მოხდეს გამსკდარი მილის შეკეთება. ადგილზე მომუშავე პერსონალი ვარაუდობს, რომ აღდგენითი სამუშაოები დაახლოებით 1 საათს გაგრძელდება.
მარიამო ლორთქიფანიძე
მარიამო ლორთქიფანიძე