loader

ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული ამ სატირული კლიპის გამო დააკავეს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ქართველი რეპერები პატრულზე გადაღებული ამ სატირული კლიპის გამო დააკავეს?

შსს-ს ინფორმაციით, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში ორი პირი - 27 და 21 წლის ახალგაზრდები დააკავეს. უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. შსს იუწყება, რომ სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება "მდმა", ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი "მდმა" ამოიღეს.
როგორც ირკვევა, შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მოხსენიებული მ.მ და გ.ქ პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის, "ბირჟა მაფიას" წევრები - მიშკა მგალობლიშვილი (Young Mic) და გიორგი ქებურია (KayG) არიან.

როგორც რეპერების მეგობარი ზაზა ნოზაძე წერს, ბიჭები რეალურად არა ნარკოდანაშაულისთვის, არამედ კომიკური ვიდეოს გადაღების გამო არიან დაკავებულნი. ვიდეოში, რომელიც youtube-ზე 4 ივნისს გამოქვეყნდა, რეპერები "ჩამშვებებზე", მოსაწევზე, პატრულზე და ა.შ. მღერიან. სიმღერაში მოხსენიებულია ფრაზები: "არ მევასება ძაღლი, თუ არ შეუძლია ყეფა"; "პოლიციის თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა, ახლა ჩუმად არის" და ა.შ. კლიპის ერთ მონაკვეთში კი კადრში ჩანს პოლიციელი, რომელსაც რეპერი ყელსაბამით "ასეირნებს". "პრეცედენტი არ ყოფილა მსგავსი, კომიკური ვიდეოს გამო (დაჟე სააკაშვილის დროს) ვინმეს ვინმე დაეჭირა და თან ასეთი მუხლებით... მიშკა ჩემი მეგობარია და ცხოვრებაში ნარკოტიკული საშუალება არ აქვს გასინჯული. იმავეს თქმა შემიძლია გიორგიზეც, რამდენადაც ვიცნობ. არავის არაფერი შერჩება!!! ეგრეც არ ბნელა!! არც ისე ცოტა ვართ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს, რაც ხდება!!!" - წერს დაკავებულების მეგობარი ზაზა ნოზაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. რეპერების მეგობრების მსგავსად, დაკავებას კლიპს უკავშირებს მგალობლიშვილის მეუღლე. AMBEBI.GE-სთან საუბრისას ერიკა კოუპლენდმა აღნიშნა, რომ ეს კავშირშია მისი მეუღლის ბოლო კლიპთან, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული და სიმღერის ტექსტში ისეთი ფრაზებია, როგორიცაა - "პოლიციის თანამშრომელს პროსტა უნდა ქრთამი და მანამდე თუ ყვიროდა, ახლა ჩუმად არის". მგალობლიშვილის მეუღლის თქმით, მას არ აქვს საშუალება, მეუღლე ნახოს.

შსს-ს ინფორმაციით, ერთ-ერთი დაკავებული გიორგი ქებურია დანაშაულს აღიარებს. საქმეზე გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით).