loader

სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ, სადაც 3 ბავშვი დაიწვა, თავი ჩამოიხრჩო - პირველი ინფორმაცია ქობულეთიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

სასტუმრო "არმაზის" მეპატრონემ, სადაც 3 ბავშვი დაიწვა, თავი ჩამოიხრჩო - პირველი ინფორმაცია ქობულეთიდან

ქობულეთში მდებარე სასტუმრო „არმაზის“ ერთ-ერთი მფლობელი, რომელში გაჩენილ ხანძარსაც ორი წლის წინ, რუსთავის ცეკვის ანსამბლის სამი წევრი ემსხვერპლა, გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, მან თავი ჩამოიხრჩო.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა მიზეზებზე არ საუბრობს. უწყების განმარტებით, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის“ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ქობულეთში, აღნიშნულ სასტუმროში უბედური შემთხვევა 2015 წლის 10 მაისს მოხდა. სასტუმროში გაჩენილ ხანძარს 3 ბავშვი ემსხვერპლა, რომლებიც რუსთავის ერთ-ერთი ცეკვის ანსამბლის წევრები იყვნენ.

მოამზადეს თიკო გურაშვილმა და გიო კუსიანმა