ლაშა თორდიას პირველი ვიდეოკომენტარი საავადმყოფოდან, მასზე თავდასხმის შემდეგ - "ეს იყო პირადი ანგარიშსწორება..."
მოკლედ: სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელი ლაშა თორდია მასზე მომხდარი თავდასხმის შესახებ პირველ ვიდეოკომენტარს Palitravideo.ge-სთან აკეთებს. ლაშა თორდიას წუხელ თავს დაესხნენ.
17:45
ღამის პირველი საათი იქნებდა. 10-მდე ადამიანი მაინც იყო ჩართული ხელჩართულ ჩხუბში. ხმაურობდნენ, ვნახე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ეს ყველაფერი 10-15 წუთი გაგრძელდა. საერთოდ, შარდენზე ხშირად ჩხუბობენ და არც ეს ჩხუბი ყოფილა რაიმეთი განსაკუთრებული. სასწრაფო დახმარების მანქანა არ მინახავს. რაც შეეხება პოლიციას, შარდენზე პოლიცია სულ დადის, მაგრამ ვმუშაობდი და ზუსტად არ ვიცი, გუშინ ჩხუბის დროს ადგილზე თუ იყო პოლიცია", - განაცხადა ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელმა.
უშუალოდ ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროში" კი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.
16:58
16:55
მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დილით, 06:35 საათზე შევიდა. ექიმის განცხადებით, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, სტაბილურია.
16:49
თორდია: ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა რომელიც მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა
მას თუ ჰგონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი. ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური აწარმოებდა მოკვლევას, რომელიც 2016 მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა", - განაცხადა თორდიამ.
ვინ არის ლაშა თორდია
Palitravideo.ge-სთვის ამ თემაზე ნინო ხოზრევანიძე მუშაობს.
17:45
- შარდენზე, ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროს" მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული კაფეების თანამშომლების ინფორმაციით, გუშინ გვიან ღამით 10-მდე ადამიანი ჩხუბობდა.
ღამის პირველი საათი იქნებდა. 10-მდე ადამიანი მაინც იყო ჩართული ხელჩართულ ჩხუბში. ხმაურობდნენ, ვნახე ფიზიკური შეხლა-შემოხლაც. ეს ყველაფერი 10-15 წუთი გაგრძელდა. საერთოდ, შარდენზე ხშირად ჩხუბობენ და არც ეს ჩხუბი ყოფილა რაიმეთი განსაკუთრებული. სასწრაფო დახმარების მანქანა არ მინახავს. რაც შეეხება პოლიციას, შარდენზე პოლიცია სულ დადის, მაგრამ ვმუშაობდი და ზუსტად არ ვიცი, გუშინ ჩხუბის დროს ადგილზე თუ იყო პოლიცია", - განაცხადა ერთ-ერთი კაფეს თანამშრომელმა.
უშუალოდ ლაუნჯ-ბარ "ელ ცენტროში" კი მომხდარის შესახებ არ საუბრობენ.
16:58
- შს სამინისტრომ გენერალურ აუდიტორზე მომხდარ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო.
16:55
- ექიმის ინფორმაციით, ლაშა თორდია კლინიკაში ქალა-ტვინის დახურული ტრავმის დიაგნოზით იმყოფება.
მკურნალი ექიმის თქმით, პაციენტი საავადმყოფოში დილით, 06:35 საათზე შევიდა. ექიმის განცხადებით, ლაშა თორდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის, სტაბილურია.
16:49
თორდია: ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ, ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური მოკვლევას აწარმოებდა რომელიც მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა
მას თუ ჰგონია, რომ ამით რაღაც შიშს დანერგავს და ვიღაც რაღაცას გადაასწორებს, ძალიან ცდება. ორშაბათს კონკრეტულ ინფორმაციას მიიღებთ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით თუ რაზეა საუბარი. ფარცხალაძესთან დაკავშირებით აუდიტის სამსახური აწარმოებდა მოკვლევას, რომელიც 2016 მიწების გადაცემის საკითხს ეხებოდა", - განაცხადა თორდიამ.
- გენერალურ აუდიტორს ამ ეტაპზე არ დაუკონკრეტებია ზუსტად რა კავშირშია ამ საქმესთან ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
ვინ არის ლაშა თორდია
- 2012 წლის 25 ივლისიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის გენერალური აუდიტორი
- 2010 - 2012 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე
- 2008 - 2009 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე
- 2008 – 2012 საქართველოს პარლამენტის წევრი
- 2007 - 2008 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს იურისტი
- 2004 – 2008 მიწისმესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაცია – სამართლებრივი ანალიტიკოსი
- 2002 - 2004 საქართველოს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი
- 2001- 2002 სააქციო საზოგადოება "თბილავიამშენის" იურისტი
- 1997-2004 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი, კვალიფიკაცია - ბიზნეს-სამართალმცოდნე.
Palitravideo.ge-სთვის ამ თემაზე ნინო ხოზრევანიძე მუშაობს.