loader

შსს ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 3 პირის ვიდეოს აქვეყნებს - ცნობილია მკვლელობის მიზეზიც - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

შსს ჯავახიშვილის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული 3 პირის ვიდეოს აქვეყნებს - ცნობილია მკვლელობის მიზეზიც

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი სამი პირი: 1995 წელს დაბადებული ნ.მ. და 1991 წელს დაბადებული ო.თ. - განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1994 წელს დაბადებული ბ.ჩ. - დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ნ.მ.-მ და ო.თ.-მ თბილისში, ივანე ჯავახიშვილის ქუჩაზე, წარსულში მომხდარი კონფლიქტის გამო, ნაცნობი - 1991 წელს დაბადებული გ.შ. ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაჭრეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მიყენებული ჭრილობების შედეგად, გ.შ. საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა 2 ბრალდებული მომხდარიდან მეორე დღეს, თბილისში, ხოლო მესამე ბრალდებული - სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დააკავეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან 13 მასრა და 5 ცალი ტყვიის გულის ფრაგმენტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება მიმდინარეობს განზრახ მკვლელობის ფაქტზე, რომელიც დამამძიმებელ გარემოებაშია ჩადენილი ჯგუფურად და ისეთი საშუალებებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას; ასევე, დანაშაულის შეუტყობინებლობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე (საქართველოს სსკ-ის 109-ე, 376-ე და 236-ე მუხლებით).