loader

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის - "მე ნამდვილად უნდა გავჩერდე..." - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის - "მე ნამდვილად უნდა გავჩერდე..."

თინა ხიდაშელი პოლიტიკიდან მიდის, - ამის შესახებ თინა ხიდაშელმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემა "შუადღის სტუდიაში" განაცხადა.

ხიდაშელმა იმ მიზეზებზეც ისაუბრა, რის გამოც პოლიტიკის დატოვება გადაწყვიტა.

„ეს არის ძალიან ჩვეულებრივი ამბავი, როდესაც ადამიანი უნდა მიხვდე, რომ როდესაც 24 წელი რაღაცას აკეთებ, უფრო სწორად, შენ გგონია, რომ აკეთებ და მერე აღმოჩნდება, რომ შენ გეგონა, აკეთებდი, სხვა ტიპის გადაწყვეტილებები უნდა მიიღო. მერე სხვებს ეუბნები: მოდი, ახლა თქვენ აკეთეთ და ვნახოთ, მერე კიდევ შემდეგი 20 წელი რომ გაივლის, შევედაროთ. ამიტომ ეს ძალიან ნორმალურია. პრობლემა ის არის, რომ ადამიანები შედიან რაღაც როლში და მერე იმ როლიდან ვერ გამოდიან. მე ძალიან ნათლად დავინახე, რომ ქვეყანაში მოვლენები ისე ვითარდება, დამოკიდებულებები ამ მოვლენების მიმართ იმდენად არაჯანსაღია, რომ მე ნამდვილად უნდა გავჩერდე. ერთ ძალიან კონკრეტულ მიზეზზე თუ ვილაპარაკებთ, ჩემთვის ყველაზე დიდი ბიძგის მიმცემი იყო დოლიძელების და ბახტრიონელების არჩევანი. მე ვფიქრობ, არის გეოგრაფიები, სადაც მეტს ელოდები, ვიდრე სოფლად, ვიდრე სხვა წერტილში და სხვა არჩევანში, ანუ რაღაც ობიექტური მოცემულობები არსებობს, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდება. ჩემი აზრით, ასეთი ტიპის ობიექტური მოცემულობაა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს რაღაც კონკრეტული წერტილები, სადაც ელოდები, რომ ადამიანების ინფორმირებულობის ხარისხი უფრო მაღალია, გაცნობიერება ამბის უფრო მაღალია. იმიტომ კი არა, რომ ისინი უფრო კარგები არიან და სხვები ცუდები არიან, იმიტომ, რომ ადამიანები სხვადასხვანაირები არიან და მოლოდინებიც სხვადასხვანაირი გვაქვს“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.