ჩეჩნეთში რამდენიმე მამაკაცი "ჰომოსექსუალობის ბრალდებით" ჩაცხრილეს, დაკავებულია 100-მდე ადამიანი
ჩეჩნეთში სამართალდამცველებმა ჰომოსექსუალობის ბრალდებით 100 ადამიანი დააკავეს, სულ მცირე, სამი პირი კი მოკლეს. ინფორმაციას ამის შასახებ რუსული მედია ავრცელებს. გამოცემა "ნოვაია გაზეტამ" ინფორმაცია ჩეჩნეთის პოლიციისა და სახელისუფლებო წრეებში თავისი წყაროების მეშვეობით დაადასტურა, თუმცა მეტი დეტალი არ გაუსაჯაროებია.
ჰომოსექსუალების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტი უარყვეს რამზან კადიროვის ადმინისტრაციაში. ჩეჩნეთის ლიდერის პრესსპიკერის განმარტებით, ამ მუსლიმურ ქვეყანაში ჰომოსექსუალები საერთოდ არ არიან, ამიტომ სამართალდამცველები არარსებულის დევნას ვერ დაიწყებდნენ.
რამზან კადიროვი კრემლის ფართო მხარდაჭერით სარგებლობს. საერთაშორისო საზოგადოებამ ის ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არაერთხელ დაადანაშაულა. კადიროვის სახელს ჩეჩნეთში ისლამის წინა პლანზე წამოწევა და ევროპის ყველაზე დიდი მეჩეთის მშენებლობა უკავშირდება.