ვინ არის ღამის კლუბის დაცვის წევრი, რომელმაც ინდოელ ტურისტებს 3 638 ლარი გამოსძალა - შსს ოპერატიულ კადრებს ავრცელებს
თბილისის ერთ-ერთი სტრიპტიზ-კლუბის დაცვის თანამშრომელი, რომელმაც სამ ინდოელ ტურისტს შეკვეთის შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, დაკავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ინდოელი ტურისტები ჰყვებიან, მათ 2 ბოთლი ლუდი შეუკვეთეს, ოფიციანტმა კი შამპანურიც მიუტანა, რომელიც არ შეუკვეთავთ. შამპანურის მიტანის პროცესს კლუბის თანამშრომელი მობილური ტელეფონით იღებდა. ტურისტებმა ანგარიში მოითხოვეს. ქვითარზე 3 636 ლარი იყო მითითებული, მას შემდეგ, რაც ტურისტებმა თანხა გააპროტესტეს, მათ ძალის გამოყენებით და მუქარით ჯიბეებიდან პირადი ნივთები ამოალაგებინეს, ბარათიდან 3 636 ლარი მოუხსნეს.
შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1980 წელს დაბადებული ა.ჩ. დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ა.ჩ.-მ მიმდინარე წლის 31 მარტს თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე, კლუბ "დოლზში", სადაც იგი კერძო დაცვის თანამშრომლად მუშაობდა, ინდოეთის მოქალაქეებს შეკვეთის საფასურად შეუსაბამო თანხის - 3 638 ლარის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უცხოელებმა პრეტენზია გამოთქვეს. ბრალდებული, კლუბის სხვა თანამშრომლებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეებს ემუქრებოდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა. შემდეგ ა.ჩ.-მ ერთ-ერთ მათგანს საფულე წაართვა და თანხის საკრედიტო ბარათით გადახდა აიძულა.
დაზარალებულებმა პოლიციას დახმარებისთვის მომხდარიდან ორი დღის შემდეგ მიმართეს.
სამართალდამცველებმა ა.ჩ. ძარცვის ბრალდებით დააკავეს. დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. გამოძიება ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა"ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით)" - ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.