loader

ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციაში წევს: "სიმსივნე დაუდგინდა... მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია წასული" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვახტანგ რჩეულიშვილი რეანიმაციაში წევს: "სიმსივნე დაუდგინდა... მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია წასული"

- მეც გავიკეთე ბიოფსია, ლიმფური ჯირკვლების კიბოზე ეპარებათ ეჭვი, - ბიზნესმენმა ვახტანგ რჩეულიშვილმა "ეკა ხოფერიას შოუში" მეუღლეზე, მაია რჩეულიშვილსა და საკუთარ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა, ინტერვიუ 2 კვირის წინ ჩაიწერა. დღეს კი გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუს" "ფეისბუქის" გვერდზე ვახტანგ რჩეულიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გავრცელდა. როგორც ირკვევა, "ცენტრ-პოინტის" დამფუძვნებელი ორი დღის წინ საავადმყოფოში მოათავსეს და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.

"ერთი კვირის წინ ჩავწერე, მითხრა ბიოფსია აიღესო, არ ვიცი, იმედია, არაფერი სერიოზულიო. ორი დღის წინ ვიგებ ვახტანგ რჩეულიშვილი საავადმყოფოში დააწვინეს, ოპტიმიზმი არ გამართლდა, მძიმე ვითარებაა. არ ვიცი რა ვთქვა, ვისაც ეს ეხება, იქნებ რაღაც გამოსავალი იყოს ნაპოვნი, იქნებ მაია რჩეულიშვილის ციხეში ყოფნით არ წყდება დაზარალებულთათვის ბინების დაბრუნების პრობლემა, იქნებ მძიმე ავამყოფობამ, რომელოც ასე თავს დაატყდა ამ ოჯახს, ჰუმანური და კანონიერი გამოსავალი მოგვაძებნინოს. ახლა იმედზე დაიწყება ვახტანგ რჩეულიშვილის ინტერვიუ, რომელიც დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავწერეთ. მომწერეთ, რას ფიქობთ, სად არის გამოსავალი" - წერია "ფეისბუქზე" გავრცელებულ ინფორმაციაში ეკა ხოფერია.

Ambebi.ge ვახტანგ რჩეულიშვილის მდგომარეობის გასარკვევად მაია რჩეულიშვილის დისშვილს, ჟურნალისტ ნინო დარასელს დაუკავშირდა:

- ბოლო დროს ვახო ხშირად გრძნობდა თავს შეუძლოდ. რამდენიმე დღის წინ გაიკეთა გამოკვლევა და მძიმე დიაგნოზი დაუსვეს, ახლა გათიშული წევს რეანიმაციაში.
- რა დიაგნოზი დაუსვეს?
- სიმსივნე დაუდგინდა... მეტასტაზები მთელს ორგანიზმშია წასული. მაიამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არაფერი იცის.

საინფორმაციო პორტალი ამბები.გე


ასევე იხილეთ: ლელა კილაძისა და გუკა რჩეულიშვილის პატარა ქალიშვილის, თრინითის პირველი სატელევიზიო კადრები