უკრაინელი გოგონების ფავორიტი და სააკაშვილთან დაახლოებული ქართველი დიპლომატი, რომელსაც უკრაინის პროკურატურა ედავება
დიპლომატი, საქართველოს ყოფილი გენერალური კონსული უკრაინაში, ოდესის ყოფილი გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი და ამჟამად საქველმოქმედო ფონდ На Благо Одессы-ს ხელმძღვანელი - ეს ის ოფიციალური ცნობებია, რაც თემურ ნიშნიანიძის შესახებ ვიცით.
უკრაინის პროკურატურამ დიპლომატი დღეს, 10 მარტს დაკითხვაზე დაიბარა. ნიშნიანიძე ეჭვმიტანილია სხვისი ქონების მითვისებაში, სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით. პროკურატურაში განაცხადეს, რომ პეჩორის სასამართლოში მისთვის აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრებას მოითხოვენ.
38 წლის დიპლომატმა რამდენიმე წლის წინ გამოცემა NikLife-ისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ ძალიან ხიბლავს უკრაინელი ქალები, რომლებიც "ისე თავშეკავებულები არ არიან, როგორც ქართველები".
38 წლის დიპლომატი უკვე 18 წელია უკრაინაში ცხოვრობს და როგორც niklife.com.ua წერს, ამ ხნის მანძილზე მან შესაბამისი მეორე ნახევარი ვერ იპოვა. "უკრაინაში დიდი ხანია ვცხოვრობ. აქ მივიღე განათლება და მთელი ჩემი სამსახურებრივი გამოცდილება სწორედ უკრაინას უკავშირდება. თუმცა, ჯერ დასაოჯახებელი ვარ. ჯერ კიდევ ვერ ვიპოვე ის..." - ჰყვება ნიშნიანიძე.
გამოცემის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური კონსული დიდ დროს ატარებდა ქალაქ ნიკოლაევში, სადაც მისი ბევრი მეგობარი ცხოვრობს.