პატრული, რომელმაც ფემინისტების გამოხატვის უფლება უზრუნველყო, "ფეისბუქის" ვარსკვლავად იქცა
"ჩემი სხეული ჩემი საქმეა", - ამ ლოზუნგით, ფემინისტების დამოუკიდებელი ჯგუფის ორგანიზებით, თბილისში აქცია-მსვლელობა გაიმართა.
აქცია-მსვლელობა, ქალთა სექსუალური თავისუფლების მოთხოვნით, ფილარმონიიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან გაგრძელდა, სადაც ქალთა სოლიდარობის აქცია იმართებოდა.
თუმცა, მანამდე, ფილარმონიასთან მცირე ინციდენტი მოხდა. ფემინისტებს პოლიტიკური მოძრაობა "ქართული იდეის" წევრები დაუპირისპირდნენ. სიტუაცია პატრულმა განტვირთა, რომელმაც "ქართული იდეის" წარმომადგენლებს კანონის ენით აუხსნა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ.