პროკურორი: მამა გიორგი მამალაძემ დაგვწყევლა, ეს დაფიქსირებულია ვიდეოჩანაწერში
ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორების ინფორმაციით, ბრალდებულმა დეკანოზმა გიორგი მამალაძემ ისინი დაწყევლა. ამის შესახებ საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ე.წ. მატროსოვის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
როგორც პროკურორმა აღნიშნა, ისინი მზად იყვნენ ბრალდებულის დაკითხვისთვის, თუმცა დეკანოზმა კითხვებზე პასუხის ნაცვლად, ადვოკატების მეშვეობით მათ "წყევლა შეუთვალა".
"ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს გაეცა ჩვენს კრიტიკულ კითხვებზე პასუხები, მან შემოგვითვალა წყევლა ჩვენ მიმართ და ზოგადად, სამართალდამცავი უწყებების მიმართ", - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.