loader

"ობიექტივი" პატრიარქის მიმართვიდან ამოჭრილ ფრაზას ავრცელებს - "რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ობიექტივი" პატრიარქის მიმართვიდან ამოჭრილ ფრაზას ავრცელებს - "რატომ ლაპარაკობს მამა გიორგი ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს"

ტელეკომპანია "ობიექტივი" საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიმართვის სრულ ვერსიას ავრცელებს, რომელიც ტელეკომპანიის მტკიცებით, თვითონ მოიპოვეს.
მათივე განცხადებით, პატრიარქის ვიდეო მიმართვა არის დამონტაჟებული და გარკვეულმა ტელევიზიებმა პატრიარქის სიტყვებს სხვადასხვა ინტერპრეტაცია მისცეს.

გავრცელებული ჩანაწერის თანახმად, პირველი ვარიანტისგან განსხვავებით, პატრიარქი ასევე, ყურადღებას ამახვილებს დეკანოზ გიორგი მამალაძის "განსხვავებულ განცხადებებზე". პირველი მიმართვიდან, რომელიც ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის გვერდზე გავრცელდა ამოჭრილია შემდეგი ნაწილი: "რა მოხდა, რატომ მოხდა, რომ მამა გიორგი ლაპარაკობს ხან ერთს, ხან მეორეს, ვისი დავალებით ხდება ეს. მე მინდა ვთქვა ერთი რამ, რომ ჩვენი ეკლესია და ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში", - ამბობს პატრიარქი.

თავდაპირველად გავრცელებული ვიდეოჩანაწერი იხილეთ შემდეგ ვიდეოში, ან გადადით ამ ბმულზე - "პატრიარქის პირველი კომენტარი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე"