loader

"ფხიზელი არ არის" - რა ვიდეოს უვრცელებს ელენე ხოშტარია მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტიდან - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ფხიზელი არ არის" - რა ვიდეოს უვრცელებს ელენე ხოშტარია მიხეილ ყაველაშვილს პარლამენტიდან

"ევროპული საქართველოსთვის" წევრმა ელენე ხოშტარიამ პარლამენტში, სხდომათა დარბაზში, ბანერი წარწერით "არა მედიაზე შტურმს", მანდატურების წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც გააკრა.

აღსანიშნავია, რომ თავდაპირველად დეპუტატს პარლამენტის მანდატურებმა სხდომათა დარბაზში აღნიშნული ბანერის განთავსების უფლება არ მისცეს. საპატიო ყარაული ჰყავს ჩვენს ბანერს, შეწუხებული "ქართული ოცნება".

"ოჯახები ხო გყავთ? შვილებს რას ეუბნებით, რა გაქვთ გაკეთებული? საზღვარი აქვს ყველაფერს. ეს (უთითებს ბანერზე) ბოდიში და..." - თანაგუნდელებმა საუბარი არ დაასრულებინეს ყაველაშვილს, რომელმაც ამ დროს შენიშნა, რომ ელენე ხოშტარია მობილურით იღებდა და ოპონენტს მიმართა: "ოპერატორობა დაიწყე?"

ამაზე ელენე ხოშტარიამ კომენტარი გააკეთა: "მგონი, ძველი ბიჭების ადგილი არ არის პარლამენტში... ფხიზელი არ არის, ხო?" - მიმართა "ევროპული საქართველოსთვის" წევრმა თანაგუნდელებს, რაზეც ირმა ნადირაშვილი და ოთარ კახიძეც დაეთანხმნენ.

"ნასვამია აშკარად, მაგრამ ეგ ჩვენი გადასაწყვეტი არ არის, როგორ და რა ფორმაში მოვიდნენ პარლამენტში და არა მთავარი პრობლემაა; პრობლემაა ის, რომ ისინი პარლამენტს ხედავენ გაპრავების ადგილად" - აღნიშნა ხოშტარიამ "ფეისბუქლაივში".