“სააკაშვილი იღებდა ისეთ ფსიქოტროპულ მედიკამენტებს, რომელიც არ უნდა მიეღო, ვფიქრობთ, ამან მისი ფსიქოლოგიური და ნევროლოგიური სტატუსი დაამძიმა“ - ნევროლოგი
გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი პირადი ექიმი, ნიკოლოზ ყიფშიძე და ცენტრ „ემპათიას“ ნევროლოგი, ოთარ თოიძე შევიდნენ.
როგორც სამკურნალო დაწესებულებაში შესვლამდე ოთარ თოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სააკაშვილი ნამდვილად იღებდა ისეთ მედიკამენტებს, რაც ნამდვილად არ უნდა მიეღო და ამან მისი მდგომარეობა დაამძიმა.
ვიდეო: ტვ პირველი